25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ძეხვეულის ეტიკეტირება მკაცრდება — მთავრობამ ახალი რეგულაცია დააწესა

საქართველოს მთავრობამ სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა, რომელიც ძეხვეულის (სოსისი, სარდელი, ძეხვი) ეტიკეტირების წესს მნიშვნელოვნად ამკაცრებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება მიზნად ისახავს მომხმარებლის უკეთ ინფორმირებას და შეფუთვაზე შეცდომაში შემყვანი წარწერების პრევენციას.

ახალი წესის თანახმად, პროდუქტის შეფუთვის წინა, ძირითად ხედვის არეალში კონკრეტული ცხოველის ხორცის დასახელების მითითება (მაგალითად: „საქონლის სოსისი“ ან „ღორის ძეხვი“) დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კონკრეტული ხორცი გამოყენებული ხორცის საერთო მასის 50%-ზე მეტს შეადგენს. ამასთან, ტერმინში „ცხოველების ხორცი“ არ იგულისხმება ე.წ. „მექანიკურად განცალკევებული ხორცი“, რაც იმას ნიშნავს, რომ მექანიკურად დამუშავებული მასა 50%-იანი ბარიერის დაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება.

მთავრობის №301 დადგენილებით მიღებული ცვლილებები დაუყოვნებლივ არ ამოქმედდება. მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ახალ სტანდარტზე გადასასვლელად გარკვეული დრო ეძლევათ — რეგულაცია ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა.

banner
წინა სტატიაშისოლიდარობა მზია ამაღლობელს: ეუთო-ს ასამბლეაზე დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერი ბარათები დაარიგეს
შემდეგი სტატიააღსრულების ბიუროში გამოსახლების 602 საქმეა, რომელთა აღსრულებაც 2022 წლამდე დაიწყო