ძარცვის ფაქტზე გორში არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა –
მხილებულია არასრულწლოვანი.შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში მომხდარი ძარცვის ფაქტზე 2003
წელს დაბადებული გ.დ. ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული გორში, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე
მაღაზიიდან, ძარცვის გზით, სასტარტო პისტოლეტს და 10 ვაზნას დაეუფლა, რის
შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მხილებულის საცხოვრებელი სახლიდან უკანონოდ მოპოვებული
იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერს და ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტში ელოდებიან – დეპუტატები მწვავე დებატებისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიასოფელ აღაიანში ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულ დედას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ