ძარცვის ფაქტი ზუგდიდში

“თაიმერის” ინფორმაციით, ზუგდიდში, იუსტიციის სახლის წინ მდებარე კორპუსის სადარბაზოსთან ძარცვა მოხდა. ქალბატონს ბოროტმოქმედებმა გასტაცეს ჩანთა, რომელშიც იდო 2 ათასი ლარი. ჩვენი ინფორმაციით ქალბატონი მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა.

როგორც “თაიმერს” სამინისტროში განუმარტეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში ქურდობის ფაქტი აღკვეთა
შემდეგი სტატიაარასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს ხუთი მოწმე დაიკითხება