ძალოვანებშიც დატოვეთ მოძალადეები იმიტომ, რომ იცოდით, რომ კარგად მოვიდოდა ეს და დაგჭირდებოდათ ადამიანები – ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ “რუსულ სპეცოპრაციას” ხელმძღვანელობდა ხარება.

ანა ნაცვლიშვილმა შს მინისტრს მიმართა, რატომ არ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში აქციის ღამეს დაკავებულები, რომლებიც სასტიკად იყვნენ ნაცემები.

“ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი, რომელიც სასტიკ, რუსულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა ამ დღეების განმავლობაში, არის ადამიანი (ხარება), რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც იყო სისტემაში და მაშინაც სისასტიკით გამოირჩეოდა და ამის შემდეგ თქვენ მიტრიალდებით და წინა ხელისუფლებაზე დაიწყებთ საუბარს, რა სტანდარტია? – დიდი თვალთმაქცობის სტანდარტი, ძალოვანებშიც დატოვეთ მოძალადეები იმიტომ, რომ იცოდით, რომ კარგად მოვიდოდა ეს და დაგჭირდებოდათ ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე მოაწერდნენ ხელს, ისევე, როგორც პროკურატურაში, სასამართლოში, უსაფრთხოების სამსახურებში დატოვეთ ის ადამიანები, რომლებიც არიან ძალადობრივი სისტემის შემოქმედი, წინა და იმის წინა ხელისუფლების დროს სისტემაში ჩასმული. ამ ხალხით დემოკრატიულ, სამართლიან სახელწმიფოს ვერავინ ააშენებს, ამიტომ ასეთი ადამიანებისგან უნდა გაიწმინდოს სისტემა და გაიწმინდება კიდეც,“ – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიიარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს – პრეზიდენტი აქციის მონაწილეზე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! იმასაც გვეუბნებოდნენ, თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, დავშორდებოდით ევროკავშირს