ძალოვან სტრუქტურები აღარ არიან დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობთ – ჭიჭინაძე დავით გარეჯის შესახებ

ეს მიანიშნებს, რომ პრაქტიკულად, ჩვენთან ძალოვან სტრუქტურები აღარ არიან დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობთ – ეს განცხადება, პარლამენტის წევრმა, ისნის მაჟორიტარი დეპუტატმა დავით გარეჯში შექმნილი ვითარების შეფასებისას გააკეთა.

სამონასტრო კომპლექსში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებები დღეს საკანონმდებლო ორგანოში გაკეთდა.

„გუშინ მოვისმინეთ სიუჟეტში, როდესაც სამღვდელოება აფრთხილებდა ამ მოსალოდნელ საფრთხეზე, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან, არანაირი რეაგირება არ იყო მომხდარი. ეს იმას მიანიშნებს, რომ პრაქტიკულად, ჩვენთან ძალოვან სტრუქტურები აღარ არიან დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობთ და შესაბამისად, ჩვენი ძეგლები იქნება თუ ჩვენი სხვადასხვა ტერიტორიები, ჩვენ ვხედავთ იგივე პანკისის მოვლენებს მინდა ისევ გამოვეხმაურო, როგორ უსუსურად გამოვიყურებით ამ ყველა პრობლემის ფონზე,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დავით გარეჯში, აღდგომის ტაძართან მისასვლელი გზა მომლოცველებისა და ტურისტებისთვის დროებით გახსნილია.

სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც ვითარება სწორედ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა, ამ დროისთვის ისევ დგანან აზერბაიჯანელი და ქართველი მესაზღვრეები.

შეგახსენებთ, რომ 10 დღის წინ, გარეჯში ჩასული ზურაბიშვილი საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი დაიკავეს. აზერბაიჯანელი სამხედროების როტაცია კომპლექსის ამ ნაწილში გრძელდება. როგორც „კურიერმა“ გაარკვია, ადგილზე ვითარებას 10-მდე აზერბაიჯანელი მესაზღვრე აკონტროლებს, რომლებსაც ქართველი მესაზღვრეები აკვირდებიან

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიას საკანონდებლო ინიციატივის განხილვას ხმაური მოჰყვა
შემდეგი სტატია,,სალომემ ტვიტერზე რაღაც მიქარა…როგორც ჩემს ბავშვობაში იტყოდნენ, ცირკია რა…”