ძალის დემონსტრირება და სისუსტის ნიშანი – ანა წითლიძე პოლიტიკოსთა დაპატიმრებებზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანი წითლიძე სისუსტისა და ძალის დემონსტრირებას უწოდებს “ოცნების” მიერ ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გუნდის დასამარცხებლად მეტი ერთიანობაა საჭირო.

“ძლიერები არ ცდილობენ პოლიტიკური ლიდერების ციხეში გამოკეტვას. რეჟიმის მხრიდან ეს არის ძალის დემონსტრირების მცდელობა, მაგრამ ასევე, ეს არის სისუსტის ნიშანი და ოპოზიციას, საქართველოს მოქალაქეებს და თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყნის უმრავლესობაა და არის წინააღმდეგი რეჟიმის, უნდა გვესმოდეს, რომ ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთობა, მიუხედავად ჩვენი პარტიული პოზიციებისა და წინააღმდეგობა”, – ამბობს ანი წითლიძე.

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გუშინ სასამართლომ 7 თვიანი პატიმრობა შეუფარდა კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესაც. დღეს ამავე ბრალდებით განაჩენს ელოდება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიბერ-შევაში ირანული რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ 4 მოქალაქე დაიღუპა
შემდეგი სტატია“გააძლიერეთ იერიში” – ისრაელის თავდაცვის მინისტრის ახალი ბრძანება “ცახალს”