ძალიანაც ნუ შეიცხადებთ ეპისკოპოსების პოლიტიკაში ჩარევაზე, თქვენი ჭირიმე…

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადეს“ძალიანაც ნუ შეიცხადებთ ეპისკოპოსების პოლიტიკაში ჩარევაზე, თქვენი ჭირიმე… ამჟამინდელი პატრიარქი რომ შევარდნაძესთან ხელგადახვეული და მოცინარი იჯდა პარლამენტში, როცა ქვეყანაში სისხლის ტბები დააყენეს და როცა ხალხი რუსთაველზე დააჩოქა იმ ნაძირალასთვის, მაშინ ეს პოლიტიკა არ იყო?!

ჩემი პატივისცემა მეუფე პეტრეს – სიმართლის თქმისთვის.” – წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით სინოდის სხდომაზე პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ მითი საბოლოოდ დაიმსხვრა. როგორც მეუფე განმარტავს, სინოდის სხდომის დაწყების წინ მან მოითხოვა, ე.წ. ციანიდის საქმე განეხილათ, თუმცა “რეპლიკებით უთხრეს“, რომ ამ საკითხზე სხვა თემების ამოწურვის შემდეგ გადავიდოდნენ.

banner
წინა სტატიაშირუსული Burger King-ის დირექტორის გამტაცებლებმა გამოსასყიდი მოითხოვეს
შემდეგი სტატიაილია მეორის კურთხევით, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, თევზით ხსნილი იქნება