ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის – ბორელი

“ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათი მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა რუსეთი იზოლირებული იყოს.

“მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, სანამ საჭიროა და მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს და საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რომ იზოლირებული იქნეს რუსეთი. და ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვას და იქნეს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას,” – თქვა ბორელმა.

banner
წინა სტატიაშიბორელი: რისკია, რომ იმპიჩმენტი კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას, პოლარიზაციას გაზრდის
შემდეგი სტატიაჯოზეფ ბორელი-საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი, ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროპეიზაციის გზაზე, გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ