“ძალიან უნდათ გახარიას დაჭერაც” – სალომე ზურაბიშვილი “ოცნების” ორმაგ სტანდარტზე საუბრობს

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც გიორგი გახარიას ონლაინ გამოკითხვაზე უარი უთხრა, სალომე ზურაბიშვილი ორმაგ სტანდარტად აფასებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ “ოცნებას” ძალიან სურს ექსპრემიერის დაჭერაც.

ძალიან უნდათ გახარიას დაჭერაც. მე ძალიან მიკვირს ერთი რამ, რომ ვიღაცეებს აქვთ თურმე უფლება, რომ დისტანციურად ჩაერთონ ამ ე.წ. კომისიას და ვიღაცას – არ აქვთ. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ძალიან გაუგებარია. გვესმის რა ხდება, მაგრამ მაინც გაუგებარია, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიამ გიორგი გახარია გამოკითხვაზე მეორედ დაიბარა. პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა კომისიას ონლაინ ჩართვის ნებართვა სთხოვა და ამის მიზეზად საზღვარგარეთ ყოფნა დაასახელა. განმარტაბებეის მიუხედავად, კომისია ოპოზიციონერ ლიდერს ონლაინ ჩართვაზე უარი უთხრა. არადა, დღეს ონალინ რეჟიმში დავით ბაქრაძე უკვე გამოიკითხა.

წულუკიანის კომისიამ გახარიას სხდომაზე გამოცხადებისთვის 10 დღიანი ვადა მისცა, თუმცა გახარია აცხადებს, რომ კომისიაზე ვერც 2 ივლისს გამოცხადდება. პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი ისევ აცხადებს, რომ მზადაა, ყველა კითხვას ონლაინ რეჟიმში უპასუხოს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძის მთავარი გზავნილი დაპატიმრებამდე: “ცეცხლი ოლიგარქიას!”
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს