5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

“ძალიან უხეში საუბარი იყო მისი მხრიდან და ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი პასუხი მიიღო” – სოხუმის უნივერსიტეტში განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტში განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას დაძაბული დისკუსია ახლდა – ლექტორების ნაწილი აცხადებს, რომ მხარეებს შორის მწვავე და უხეში საუბარი გაიმართა.

შეხვედრის ატმოსფეროს შესახებ კომენტარი გააკეთა უნივერსიტეტის ლექტორმა ელგუჯა ქავთარაძემ. მისი შეფასებით, განხილვა ემოციურ ფონზე წარიმართა და პოზიციების დათმობაზე საუბარი არ ყოფილა.

“ძალიან უხეში საუბარი იყო მისი მხრიდან და ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი პასუხი მიიღო. არ თმობენ პოზიციებს, მაგრამ გამორიცხულია – ჩვენც არ დავთმობთ. გაგებით ესენი არაფერს გაიგებენ თუ არ გაიმარჯვე, თუ არ იომე. ესენი რუსებივით არიან. რუსს ეშინია მარტო ძალის. ამატაც ეშინიათ ძალის. დღეს დაიხიეს უკან ცოტა. აფხაეთის წარმომადგენლები იყვნენ კიდევ, ერთი ფინანსთა მინისტრიაო მითხრეს და განათლების მინისტრი… უსაწმურები ისხდნენ, რა. ერთს კინაღამ ჩაეძინა, მეორეს რაღაც ჰკითხეს, რაღაც თქვა, მაგრამ აზრზე არ არის რას ამბობს. ჩვენი რექტორი ხომ საერთოდ… სად არის არ იცის, საერთოდ, ამ ქალბატონმა. მაგას არ აინტერესებს ჩვენი პრობლემები. როგორც მოვიდა, ისე უნდა წავიდეს, მაგის ადგილი არ არის აქ, – ამბობს ლექტორი ელგუჯა ქავთარაძე.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრავი ავტომობილებისთვის შეზღუდვები დაწესდა
შემდეგი სტატიარა ინფორმაციის გასაჯაროება სურს წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დღეზე?!