ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენი ხელისუფლება სულ უფრო მეტად და მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, შსს-ს განცხადებას ეხმაურება მის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
უგულავას თქმით, საქართველოში ან პოლიტიკური ნიშნით ზღუდავენ გადაადგილებას, ან უწყებებს შორის კომუნიკაციის არ ქონით, მის შემთხვევაში კი მოხდა ორივე მათგანი.
უგულავამ აღნიშნა, რომ ასე იქცევა პუტინის რუსეთი და ყოველწლიურად ხელისუფლება სულ უფრო მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს.
„სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ნიშნით შეიძლება ან გადაადგილება შეგიზღუდონ, ან გადაადგილება შეგიზღუდონ იმიტომ, რომ უწყებებს შორის კომუნიკაცია არ არის, ან ორივე ერთად.
ჩემს შემთხვევაში ხდება ორივე, პოლიტიკური ნიშნითაც ხდება შეზღუდვა და შემდეგ ყველაფრის ამის ახსნა ხდება, როგორც განცხადებიდან მოვისმინეთ, ტექნიკური მიზეზებით და უწყებრივი გადაბრალებით.
წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც დილის 6 საათზე მიდის აეროპორტში, აქვს ბილეთი, ჩაბარებული აქვს ბარგი, არ უშვებენ და შემდეგ ასეთ ახსნებს ეუბნებიან. ასე შუშის თვალებით, დამცინავად, მათ შორის ფინასური ზიანის მიყენებით და ა.შ, იქცევა პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენი ხელისუფლება სულ უფრო მეტად და მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს“ – განაცხადა უგულავამ

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი – ერთნაირად სამარცხვინო ხალხია, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება
შემდეგი სტატიაბონდო თედორაძე: არ ვაპირებ ვინმეს პარტიის შიგნით გავუტარო პეროობა და ან რამე მსგავსი!