ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეიძლება, სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა ეს არ მიკვირს – შოთაძე

უპირველეს ყოვლისა, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეიძლება, სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა არ მიკვირს, მე ჩემს განცხადებაში საკმაოდ დეტალურად ავხსენი, რა იყო ჩემი გადადგომის მიზეზი, – ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

შოთაძის თქმით, შესაძლოა, მისი მკურნალობის პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს და მის მიერ თანამდებობის დატოვება ერთადერთი სწორი გამოსავალია.

„უკვე კვირაზე მეტია, ვიმყოფები საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით და ამ პერიოდში მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან მკურნალობის პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს. შესაბამისად, დამეთანხმებით, აღნიშნულ რეალობაში შეუძლებელია გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება მკურნალობის პერიოდში და, რა თქმა უნდა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება, მე მიმეღო არსებული გარემოებების გათვალისწინებით. საქართველოს პროკურატურაში ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი არის, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო საქმიანობისთვის, გვერდში დგომისთვის, გამოხატული თანადგომისთვის და დარწმუნებული ვარ, ისინი ასეთივე წარმატებით გააგრძელებენ მომავალში საქმიანობას“, – განუცხადა ირაკლი შოთაძემ „ქრონიკას“.

ირაკლი შოთაძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება
შემდეგი სტატიარასაც ის აკეთებს, ეს არ არის მხოლოდ მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის განცხადებები – ნაცვლიშვილი კობახიძეზე