ძალიან პოლიტიკური დღის წესრიგია – ეკა ბესელია აუდიოჩანაწერზე საუბრობს

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ახალ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კვლავ დადგმულ სცენარზე საუბრობენ. მათი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჩანაწერის ნამდვილობა და საგამოძიებო ორგანოებმა ასევე უნდა გადაამოწმონ ჩანაწერში ნახსენები ფაქტების რეალობასთან შესაბამისობა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ აუდიოჩანაწერის ნამდვილობის დადგენამდე რაიმე სახის დასკვნის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანაში არეულობის შემოტანას ემსახურება.

ბესელიას თქმით, საგამოძიებო უწყებებმა აუდიოჩანაწერში ფიგურანტი პირები აუცილებლად უნდა დაკითხონ.

„წინასწარ დასკვნების გაკეთება იქამდე, ვიდრე გამოძიებით არ არის გადამოწმებული ნამდვილობა, მონაწილეების ჩვენებები არ არის მიღებული და ფაქტები არ არის გადამოწმებული, წინასწარ დასკვნების გაკეთება, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის ინტერესებში შედის, ვისაც უნდა რეალურად სცენარი არჩევნებამდე იყოს რაც შეიძლება ქაოტური, რაც შეიძლება პროვოკაციული და ეს არის ძალიან პოლიტიკური დღის წესრიგი. ამიტომ, თუ ვინმეს რეალობა აინტერესებს და მართლაც უნდა ფაქტების გადამოწმება და ეს პოზიცია გვაქვს ჩვენ და მეც მათ შორის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ დაკითხოს ყველა პირი, დაკითხოს თავად სუბელიანი, გადაამოწმოს ამ საუბრის ნამდვილობა,“ – განაცხადა ბესელიამ.

პროკურატურამ ახალი აუდიოჩანაწერი დღეს გაასაჯაროვა, რომელიც უწყების ცნობით, 6 ივლისით თარიღდება. გამოძიების ვერსიით, „საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.“

banner
წინა სტატიაში„გირგვლიანის საქმესთან შედარება უსამართლობაა” – ბესელია პრეზიდენტის მიერ სარალიძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აფასებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტს არავინ შეუშვებს მთავრობაში, მიუხურავენ ცხვირწინ კარს – რომან გოცირიძე