“ძალიან პესიმისტურად ვუყურებ ამ პროგნოზებს” – ზურაბ აბაშიძე IRI-ის კვლევებს ეხმაურება

zurab abashidze

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში IRI-ის კვლევებს ეხმაურება. ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის კვლევების მიმართ პესიმისტურად არის განწყობილი.

“ძალიან პესიმისტურად ვუყურებ ამ პროგნოზებს და როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო, აგერ იქნება არჩევნები ოქტომბერში,” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინტიტუტმა ბოლო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 2016 წლის 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლის 1500 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის ცდომილება დაახლოებით 2 პროცენტია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი უნგრეთის შს მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატია“საპროტესტო აქციების გარდა ჩვენ სამართლებრივ გზებსაც მივმართავთ ბოტანიკური ბაღის დასაცავად”