11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

“ძალიან ნაყოფიერი იყო” – გურგენიძე განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედაზე

სტუ-ს რექტორის, დავით გურგენიძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო შერწყმის საკითხებზე განათლების სამინისტროსთან გამართული შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
როგორც გურგენიძემ აღნიშნა, კვირის ბოლოს ისინი შეხვედრას გამართავენ საქართველოს განათლების მინისტრთან, რის შემდეგაც შეათანხმებენ საბოლოო პოზიციებს.

“ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. 4 საათზე მეტი გაგრძელდა შეხვედრა… უნივერსიტეტის აკადემიურმა საზოგადოებამ, აკადემიურმა საბჭომ, ასევე დეკანებმა, ინსტიტუტის დირექტორებმა, ლექტორებმა და ადმინისტრაციამ წარმოადგინა თავისი მოსაზრებები და წინადადებები სამინისტროსთან, კონცეფციასთან დაკავშირებით, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტების შერწყმა. რა არის ამაში დადებითი მხარე, რას ვხედავთ უარყოფით მხარეს. ეს იყო პროფესიული საუბარი… დავიგეგმეთ, რომ კვირის ბოლოს გვექნება შეხვედრა საქართველოს განათლების მინისტრთან, რის შემდეგაც შევაჯერებთ საბოლოო პოზიციებს, რაზეც აკადემიური საბჭო მიიღებს ან ასეთ, ან ისეთ გადაწყვეტილებას…”,– თქვა სტუ-ს რექტორმა, დავით გურგენიძემ განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაში“ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია” – სამუშია
შემდეგი სტატიატელეკომპანია „თრიალეთის” სატელიტური მაუწყებლობა შეწყდა