ძალიან მწყდება გული, რომ სასამართლო არ დგას თავის სიმაღლეზე, ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება

ძალიან მწყდება გული, რომ სასამართლო არ დგას თავის სიმაღლეზე, ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება, – ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ კომენტარი მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარმა დედა თამარმა გააკეთა.

„ძალიან მწყდება გული, რომ სასამართლო არ დგას თავის სიმაღლეზე, რადგან სახელმწიფო ვერ შედგება, თუ სასამართლო არ იქნება სამართლიანი. მე ასე მჯერა, რომ პროკურორის მოვალეობაა გამოძიება და არა ის, რომ ნებისმიერი ადამიანი დააპატიმრო. შინაგანად ველოდებოდი, რომ მამაოს მიუსჯიდნენ, მაგრამ ერთი პროცენტი მქონდა იმედი, რომ სამართალი იზეიმებდა. ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. მოსამართლე საუბრობდა ისეთ ტონალობაში, რომ დარბაზში არაფერი ისმოდა და ჩვენთვის გაუგებარი ტექსტი წაიკითხა. რომ მქონდეს საშუალება, მამაოს რამენაირად გავამხნევებდი, რომ უფალი მეფობს და ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის“, – განაცხადა დედა თამარმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ წარდგენილი – 19-108 მუხლი 18-108 მუხლით გადააკვალიფიცირა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადებაში დაედო ბრალი. ამასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2-წლიანი პატიმრობა იარაღის ნაწილშიც მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებას თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დასწრებია.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე – ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი
შემდეგი სტატიამთავარი კითხვა დღეს პასუხგაცემულია – გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას ამზადებდა