,,მე თეატრში მივდივარ მსახიობის სანახავად, ცოცხლად რომ მომცეს ის ენერგია და ძალა რაც მე იმ მომენტში მჭირდება .
ძალიან მტკივნეულია და ამის გაკეთება არ არის ადვილი.
მაყურებლის თვალწინ იშლება თეატრი
ჩემი სოლიდარობა მსახიობებს””,– წერს მსახიობი ანა ტყებუჩავა სოციალურ ქსელში და ვასო აბაშიძის თეატრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ცნობისთვის, ,,რუსთავი 2-ის” გადაღებების გამო, გუშინ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს, რამაც მსახიობების პროტესტი გამოიწვია.
აღნიშნულის გამო, თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა – მათ შორის არიან ნანკა კალატოზიშვილი, ვასო აბაშიძე, კახა კინწურაშვილი, ეკა დემეტრაძე, დავით ბეშიტაიშვილი…


















