“ძალიან მთხოვეს ბავშვებმა, რომ მივიდე დასამშვიდობებლად” – ახალი მმართველის ჩასვლამდე მეუფე პეტრე მრევლს ემშვიდობება

მარტვილის საკათედრო ტაძარში შეკრებილები არიან სასულიერო პირები და მრევლი, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა ტაძარი ცოტა ხნის წინ დატოვა, მისი თქმით, ის სასულიერო სასწავლებელში მიდის, სადაც მასწავლებლებს და მოსწავლეებს უნდა დაემშვიდობოს. მეუფე პეტრე ცაავას თქმით, ის მოგვიანებით დაბრუნდება და ეპარქიის ახალ მმართველთან შეხვედრას გამართავს.

“სალხინოში გვაქვს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონი. ძალიან მთხოვეს ბავშვებმა, რომ მივიდე დასამშვიდობებლად და მივდივარ იქ. ყველაფერი კარგად იქნება,” – განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

https://www.facebook.com/timernews.ge/videos/2489879478003391/

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება გიორგი ონიანის საპატიმროდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია