” ძალიან მომწონს ელენე ხოშტარია, აშკარაა რომ გულწრფელია და ქვეყანა უყვარს”

” დიდი ხანია ვითმენთ ლანძღვას იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ყველა ქვეყნიური სიკეთე მიღეს არსებული თუ ყოფილი ხელისუფლებისგან, მათი ლოგიკა ყოველთვის თანხვედრაშია ძალაუფლებასთან ერთი-ერთში.

გასაგებია, რომ წარსულში შეგვავიწროვეს, ცხადია რომ დღესაც გვავიწროვებენ, მაგრამ გაუგებარია რატომ ვითმენთ? ნაციონალები მოგვწონდა გადაამლაშეს და აღარ მოგვეწონა… ოცნება მოგვწონდა, გვატყუებს დღემდე და აღარ მოგვწონს… მოძალადე იქნება თუ მატყუარა ქვეყნის მმართველი ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის მოყვარე და მართალი ადამიანი.

ძალიან მომწონს ელენე ხოშტარია, აშკარაა რომ გულწრფელია და ქვეყანა უყვარს. ვაკვირდები მის გამოსვლებს, ხედვებს და ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ნდობას იწვევს. შეიძლება პოლიტიკური პარტიების შეფასებებში შევცდე და ეს არც არის ჩემი პროფესია, მაგრამ რაც შეეხება პიროვნულ სიმპატიებს კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ჩემთვის მეომარი და სამართლიანი ქალბატონია. საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ დღეის მონაცემებით ვენდობი…”-წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია

banner
წინა სტატიაშისასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ორი ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა
შემდეგი სტატია“ყველა გაგიჟდა და გერმანული მოდელი კონსტიტუციის შესაბამისი გონიათ”