“ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თქვენი აზრი, საით მივდივართ ჩვენ”- გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესსექტორს მიმართა

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თქვენი აზრი იმაზე, თუ საით მივდივართ ჩვენ, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრაზე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათი მიზანია ბიზნესსექტორთან მაქსიმალური კომუნიკაცია და მისი ჩართულობა ეკონომიკური ტიპის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

“დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია მაქსიმალური კომუნიკაცია და ბიზნესწრეების ჩართულობა ეკონომიკური პროფილის და არა მარტო ეკონომიკური პროფილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მინდა, უპირველს ყოვლისა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ქვეყნისთვის. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ორიენტირებულია იმაზე, თუ თუ რა ჭირდება დღეს ქვეყანას, ეკონომიკას, თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ თქვენი აზრი, თუ საით მივდივართ ჩვენ, რა არის ჩვენი სტრატეგია, რა არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები”, – მიმართა კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს.

მისივე განმარტებით, “ჩართულობის სულისკვეთება მთლიანად უნდა გასდევდეს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას”.
“მინდა, ყველა თქვენგანი ასევე გრძნობდეს, რომ ის არის მნიშვენლოვანი ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირანი Airbus-ის 114 თვითმფრონავს შეუკვეთავს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო შეთავაზებები ბიზნესისთვის