“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი ბათუმში სამი ქვეყნის პრეზიდენტთან შესახვედრად ჩამოდის”

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი ბათუმში სამი ქვეყნის პრეზიდენტთან შესახვედრად ჩამოდის. ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტ მიშელს მადლობა კიდევ ერთხელ ვუთხრათ იმისთვის, რომ მისი მედიაციით შეთანხმების მიღწევა მოვახერხეთ, მაგრამ ამავდროულად უნდა ვუთხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს შეთანხმებას და დარღვევის შეფასება არის ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტი „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია.

„აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს შეფასებაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია უხეშად შეთანხმება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში და ურცხვად იტყუება, როცა ამბობს, რომ რაღაც ზეპირი შეთანხმება ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებთან და ის ზეპირი შეთანხმება ზედმიწევნით შეასრულეს. „ქართული ოცნება“ კვლავ უნდა ვამხილოთ. ვფიქრობთ, რომ მედიატორები აბსოლუტურად ადეკვატურად რეაგირებენ და უპასუხებენ ისეთ გამოწვევას, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან მოდის. „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო ნაბიჯების გამო ქვეყანა ზიანს იღებს, ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი. შესაბამისად, ჩვენ შარლ მიშელთან შეხვედრის შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ მას ვუთხრათ, რომ ჩვენ ვრჩებით ერთგულნი სრულად შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების, ასევე მოვისმენთ მის შეფასებას იმ პროცესებთან დაკავშირებით რაც ხდება ქვეყანაში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიკაკაურიძე – 2022-2025 წლების სტრატეგიაში აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ საგარეო ვალი მაქსიმალურად გადავიტანოთ შიდა ვალზე
შემდეგი სტატიაევროკავშირის სასამართლომ დაუშვა რომ სამსახურებში შესაძლებელია ხიჯაბის ტარება აიკრძალოს