ძალიან მკაცრ პასუხებს მოვითხოვთ მთავარი პროკურატურისგან – ზვიად კუპრავა ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაზე

სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე – არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამაზე, ზაზა სარალიძეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ხორციელდება.

ზვიად კუპრავას განცხადებით, მთავარ პროკურატურასთან მათ ძალიან ბევრი კითხვა აქვთ. საქმე ეხება მტკიცებულებების განადგურებას.

კუპრავა ამბობს, რომ მოკლული არასრულწლოვნის მამაზე მუდმივი თვალთვალი მიმდინარეობს.

„შემთხვევის ადგილი, იქიდან, საიდანაც უნდა დაიწყოს წესით გამოძიება, რაზეც უნდა აეგოს მთელი პროცესი, რატომ იქნა განადგურებული, რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული ის პირები, ვინც ფარავდნენ და დღემდე ცდილობენ ხელი შეუშალონ გამოძიებას. ფარავენ დანაშაულს, გადამალეს დამნაშავეები, გაანადგურეს ნივთიერი მტკიცებულებები. რატომ უთვალთვალებენ დღემდე ზაზა სარალიძეს, რატომ უღებენ მას ფოტოებს, რატომ დაჰყვება მას მუდმივად მანქანები და რატომ ახდენენ მასზე მსგავსი ტიპის ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ჩვენ ძალიან მკაცრ პასუხებს მოვითხოვთ მთავარი პროკურატურისგან,“ – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი დღეს მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ზაზა სარალიძემ ბრიფინგი გამართა და აქციები დაანონსა.

banner
წინა სტატიაშითავისუფალი სიტყვის შეზღუდვა და ცენზურის მოთხოვნა – სერგო რატიანი საპატრიარქოს განცხადებას აფასებს
შემდეგი სტატია27 მაისს ევროპის მოედნის ნაცვლად რეივ-აქცია „ბასიანზე“ გაიმართება