ძალიან მეეჭვება ასეთ საქმეებში იყოს ჩართული – “ოცნებაში” ფარცხალაძე-ყიფიანის ინციდენტში ივანიშვილის მონაწილეობას გამორიცხავენ

„რამდენადაც მე ვიცნობ ბიძინა ივანიშვილის, ასეთ საქმეებში ის ნაკლებად, რომ ჩართული იყოს,“-ასეთია მმართველი გუნდის წევრების შეფასება “ომეგა ჯგუფის” საქმეზე გავრცელებულ ახალ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

საუბარია ე.წ. სარდაფის ეპიზოდზე. უწყვეტ ჩანაწერში ლევან ყიფიანი ფარცხალაძესთან მის დაპირისპირებაზე დეტალურად საუბრობს. ჩანაწერებიდან ასევე ირკვევა, რომ კონფლიქტის გარჩევა თავის თავზე ბიძინა ივანიშვილმა აიღო. გარდა ამისა, ივანიშვილთან ერთად ფარცხალაძე-ყიფიანს შორის დაპირისპირების მოგვარებაში ჩართულები იყვნენ გიორგი გახარია, დავით მაღრაძე და ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე ზარალა.

“ქართულ ოცნების” წევრებისთვის დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ ამ კონფლიქტში ბიძინა ივანიშვილი პირადად მონაწილეობდა.

„ჩვენი ნაცნობობა ამის საფუძველს მაძლევს, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობდე მას, მის ხასიათს და ძალიან მეეჭვება, რომ ის ასეთ საქმეებში იყოს ჩართული,“-განაცხადა მირიამ წიკლაურმა და აღნიშნა, რომ ლევან ყიფიანმა განმარტება მანამდე გააკეთა, რომ ესეთი ჩანაწერები ურთიერთშეთანხმებით იწერებოდა.

რომან კაკულია კი ვარაუდობს, რომ ჩანაწერების სერიალი არჩევნების შემდეგ დასრულდება და სწორედ ამის შემდეგ გააკეთებს ის შეფასებას.

„ყოველი სერიალის შემდეგ დასკვნას, პრინციპში არ გავაკეთებ და მერე მთლიანობაში ფილმს რომ ვნახავ მერე გავაკეთოთ დასკვნა,“-განაცხადა რომან კაკულიამ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას, მისი თქმით 15 წამიანი სეგმენტებით ასეთ საკითხებზე პასუხის გაცემა არ შეუძლია და მხოლოდ პირდაპირი ეთერის რეჟიმში ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაშიფეშენებელური სახლები და ქონება – არასამთავრობოების აზრით, “ქართული ოცნების” ლიდერების შემოსავლები საგამოძიებო უწყებებმა უნდა გაანალიზონ
შემდეგი სტატიაზურაბიშვილის წიგნი და შეფასებები საქართველოს წინააღმდეგ ჰააგაში – საპრეზიდენტო კანდიდატი ბრალდებებს პასუხობს