„ძალიან მალე, როდესაც შეიცვლება პოლიტიკური დღის წესრიგი, ნახავენ როგორ დაისჯებიან მათი შვილების მკვლელები“ – ზაალ უდუმაშვილი

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” შვილმოკლულ მამებს სოლიდარობას უცხადებს. ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ და შვილმოკლული მამაების აქციას შეუერთდნენ.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ძალა ერთობაშია, გრიგოლ ვაშაძე, აცხადებს, რომ შვილმოკლული მშობლების მიმართ სოლიდარობა და გვერდში დგომა მნიშვნელოვანია.

„ეს არის საქართველოს რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერა იმ ადამიანებისა, რომლებმაც ტრაგიკულ ვითარებაში დაკარგეს შვილები და რომლებიც ასე უმწეოდ, უიმედოდ ეძებენ სამართლიანობას,“ – განაცხადა ვაშაძემ.

ზაალ უდუმაშვილი, აღნიშნავს, რომ შვილმოკლული მამების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ.

„ამ ხელისუფლების პირობებში ისინი სამართალს ვერ მიაღწევენ, მაგრამ ძალიან მალე, როდესაც შეიცვლება ამ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი, აუცილებლად, ეს ორი ადამიანი ნახავს, რეალურად ვინ მოკლა მათი შვილები და იმასაც ნახავს, როგორ დაისჯებიან მათი შვილების მკვლელები,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი – მე და ზაზა სარალიძე რვა თვეა ქუჩაში ვართ და სამართალს ვერ ვპოულობთ – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სისხლიანმა რეჟიმმა პასუხი აგოს
შემდეგი სტატიააფხაზები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი წარმომადგენლების დაშვებას სთხოვენ