“შენმა მუდმივმა ბრძოლამ შთამაგონა გავაპროტესტო ნებისმიერი მცირედი უსამართლობა ქუჩაში და სკოლაში”,_ ამ შინაარსის წერილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ინგლისიდან ჩამოსულმა ახალგაზრდამ მისწერა.
ინფორმცია სააკაშვილის გვერდზე ვრცელდება.
“ეს არის ძალიან კარგი ახალგაზრდა, რომელიც ინგლისში სწავლობს, ჩამოვიდა სპეციალურად და როგორღაც შემოაღწია ჩემს “სასამართლოზე” და მომწერა. ძალიან მაგარი თაობა იზრდება (“მიშას თაობა”). ასეთ წერილს ბევრს ვიღებ”,_ წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.


















