ძალიან კმაყოფილი დავრჩი – ეს არის მათი რეკომენდაცია, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და სასამართლომ – ალასანია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების განცხადებაზე

ეს არის მათი რეკომენდაცია. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და სასამართლომ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციას გამოეხმაურა.

ალასანიას თქმით, სურვილი აქვს, რომ რეკომენდაციები შესრულდეს.

„ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ეს არის მათი რეკომენდაცია. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და სასამართლომ. ამას უნდა მოჰყვეს სასამართლო პროცესი, სადაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

რამდენიმე თვე ვიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება შესაბამისი კლინიკა და შესაბამისი გამოკვლევა”,- განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში ქვიშის რაგბის ჩემპიონატი ჩატარდა
შემდეგი სტატიაკობახიძეს არსად ეჩქარება, მაგრამ გვეჩქარება ჩვენ – „ქართულ ოცნებას“ 3 ივლისამდე აქვს ვადა, მნიშნველოვანია, რა პასუხს მივიღებთ, გაცილებით ფართო და მწვავე იქნება ჩვენი მოქმედების არეალი – ვაშაძე