“ძალიან კარგი იქნებოდა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვისაც მოესმინა პრემიერს”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა აუცილებელია იმისთვის, რომ საქმის კურსში იყოს, რა სჭირდება ფეხბურთის ფედერაციას.

ცხადაძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს ის კლუბებისთვის დაფინანსების შემცირებას ითხოვდა.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ გვინდა რაღაცას მივაღწიოთ, უნდა ამაღლდეს ეროვნული ჩემპიონატის დონე და ის ძალიან დაბალია. პირველი, ყველაზე მთავარი, რაც იყო ჩემი მოთხოვნა, იგივე სპორტის მინისტრისგან და აქედან წამოვიდა კონფლიქტი, რომ რაც შეიძლება მეტი დაფინანსება ჰქონდეს ფეხბურთის ფედერაციას და ამოიღეთ და ნახეთ. ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას კიდევ უფრო მეტი უნდა მისცენ საშუალება. მე იმიტომაც ვთქვი. განა ჩემზე იყო საუბარი, გავაჟღერე, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვისაც მოესმინა პრემიერს, რომ უფრო მეტი დაფინანსება მისცეს მათ, რომ თავიანთი პროექტები განახორციელონ”, – განაცხადა ცხადაძემ.

banner
წინა სტატიაშიადოკატთა ასოციაციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უპირისპირდება
შემდეგი სტატია“გვინდა სასამართლოში წინასწარი პატიმრობის მრჩევლის ინსტიტუტი შემოვიტანოთ”