“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ძალიან კარგად მოიქცა, როცა OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა. მედიის განცხადებით, შალვა პაპუაშვილი დონორებს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გამოცემამ OP-ED-ის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა.
“ნუ ძალიან კარგი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა, როცა კონკრეტულ მედია გამოცემაში მოქმედებს ცენზურა, თან უხეში ფორმით, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმით, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ბუნებრივია დონორებს, შესაბამისად, ძალიან კარგია რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები”, – თქვა კობახიძემ.