“ძალიან იაფად იყიდება ეს ხალხი და მგონი ოცნება არც იყიდის”

„ძალიან იაფად იყიდება ეს ხალხი და ქართულ ოცნებას უღირს ასეთი ხალხის ყიდვა? მემგონი არ უღირს და არც იყიდიან მემგონი,“ -პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარტია თავისუფალი დემოკრატების ყოფილ წევრებზე საუბრობს და ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმციას მათ ხელისუფლებაში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ეხმაურება.

„ირაკლი ალასანია მორალურად შემიძლია გავამართლო და დაახლოებით ახსნადია ადამიანურად, რატომ გააკეთა ის რაც გააკეთა. პაუზა მაინც გაეკეთებინათ, მეორე დღიდან ხელისუფლებისთვის თავის შეთავაზება რომ დაიწყე და რომ იპრანჭებიან ყოველდღე. თეთრი ძაფით კერავენ, ბავშვებივით იქცევიან. ძალიან სამარცხვინოა.“-განაცხადა ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების წარმომადგენლებმა რომან შენგელიას კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს
შემდეგი სტატიაპაკისტანში დააკავეს ავღანელი ქალი, რომლის ფოტო 1985 წელს ჟურნალ National Geographic-ის ყდაზე გამოქვეყნდა