ძალიან გამიკვირდა გია ჟორჟოლიანი “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციაში რომ გაწევრიანდა – გიორგი გაჩეჩილაძე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე, უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. გიორგი გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ გია ჟორჟოლიანის „პატრიოტთა ალიანსის“ რიგებში გაერთიანება უკვირს.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობას დატოვებს გია ჟორჟოლიანი და ის “პატრიოტთა ალიანსის” რიგებს შეუერთდება.

„არჩევნები რომ ახლოვდება, ესეთი პროცესები ყოველთვის იწყება. ამიტომ, ეს ყველაფერი მე მგონია, რომ არჩევნებთან უნდა იყოს დაკავშირებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი მეგობარი გია ჟორჟოლიანი გავიდა უმრავლესობიდან, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა პატრიოტთა ალიანსის ფრაქციაში რომ გაწევრიანდა,“ – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

გაჩეჩილაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომ უკვირს გია ჟორჟოლიანის „პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანება და ამბობს, რომ მათი შეხედულებები სრულიად განსხვავებულია.

„სად დასავლური ორიენტაციის სოციალ-დემოკრატიული პარტია და სად პატრიოტთა ალიანსი, რომელსაც აბსოლუტურად საწინააღმდეგო მიმართულება აქვს,“ – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობა დავითაშვილი ვარაუდობს, რომ პირი, რომელიც მასზე თავდასხმაშია ბრალდებული, მოკლულია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ ბოლნისში პოლიციის ახალი შენობა გახსნა