ძალიან დიდი წონა ჰქონდა, კარგია თუ დაიკლებს – მეუფე იაკობი სააკაშვილზე

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა მედიასთან საუბრისას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თქვა, რომ “კარგი იქნებოდა თუ ის წონაში დაიკლებდა”.

მეფე იაკობის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით ეკლესიას ხელისუფლებასთან საუბარი ჰქონდა და მთავრობამ ამის შემდეგ, მალევე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მისივე თქმით, თუ გადაყვანა ახლაც საჭიროა – “ვინ არ გადაიყვანდა, ასატიკვებელი თავი ვის აქვს ხომ ?!”.

“არის ორი აზრი, ერთი აზრი არის, რომ უნდა გადაიყვანონ, მეორე, რომ აქაც ჩვეულებრივ მკურნალობენ. დიაგნოზი რა აქვს, რომ ვიცოდე დიაგნოზი რა აქვს, ვკითხავდი ექიმებს და მერე გეტყოდით. [ჟურ. სავარაუდოდ ანორექსია] ისე, ხუმრობის გარეშე, ცოტას თუ დაიკლებდა, ძალიან დიდი წონა ჰქონდა, პირიქით ჯანმრთელობისთვის, უცბად არ უნდა მოხდეს ხოლმე მაგ წონის დაკლება, თორემ ისე ძალიან კარგია თუ დაიკლებს”, – თქვა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა არა მარტო პრეზიდენტის, არამედ ყველას გადარჩენა.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – ნონა მამულაშვილმა პარლამენტის დატოვება ერთხელ უკვე დააანონსა, რომ მოვედი, ისევ აქ დამხვდა, ამ თემას სერიოზულად არც განვიხილავ
შემდეგი სტატიაბიძინა ფულს ვიცავთ შვეიცარიის ბანკიდან?! არ გავარტყი ბიძინას და მის ფულსაც? – უგულავა