“ძალიან დიდი რისკი, რომ საქართველო აღმოჩნდეს ქაოსში, სადაც მიათრევს ივანიშვილის ძალადობის რეჟიმი” – დეკანოიძე ლონდონის მიერ 4 რუსული ენერგოგიგტანტის დასანქცირებაზე

ლონდონის მიერ 4 რუსული ენერგოგიგტანტის დასანქცირების შემდეგ ქართულ ოპოზიციაში იზრდება შეშფოთება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყანას საერთაშორისო რისკების ზონაში აქცევს.

ოპოზიციის შეფასებით, რუსეთის ენერგოსექტორთან თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სერიოზული ეკონომიკური და უსაფრთხოების საფრთხეა, რაც შეიძლება პირდაპირ აისახოს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციაზე, ტვირთბრუნვასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზე.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ დასავლური სანქციების გამკაცრების ფონზე საქართველო შესაძლოა აღმოჩნდეს იმ ჯაჭვის ნაწილად, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, რაც საბოლოოდ ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

“სხვათა შორის “რუსნეფტი” არის გუცირევის კომპანია, რომელიც კრემლთან ძალიან ახლოს არის და ბიძინა ივანიშვილისგან მან, თავის დროზე, მილიარდის ქონება შეისყიდა რუსეთში. ეს არის ძალიან დიდი რისკი, რომ საქართველო აღმოჩნდეს ქაოსში, სადაც მიათრევს ივანიშვილის ძალადობის და ქაოსის რეჟიმი. რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, რომ ეს სანქციები იქნებოდა და ბრიტანული სანქციები დღეს უკვე არის ისევე როგორც ჩრდილოვან ფრონტზე რუსეთის გადამზიდ ტანკერებზე არის სპეციალური სანქციები.

ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ივანიშვილის ძალადობის და ქაოსის რეჟიმი ქვეყანას მიაქანებს ზუსტად ამ ქაოსისკენ, სადაც შეიძლება, ქვეყნის ინტერესების, ეკონომიკა, გადაზიდვები, ტვირთები სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ ეს არის ივანიშვილის სიხარბე”, – ამბობს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ოქტომბერში ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შემდეგ დაადასტურა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „კაისერი“ (Kayseri) რუსეთიდან ყულევის პორტში ოქტომბრის დასაწყისში შევიდა. მას რუსული კომპანიისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიგახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
შემდეგი სტატია“ჩვენ ამაზე ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას” – ბესიკ დონაძე ლონდონის მიერ 4 რუსული ენერგოგიგტანტის დასანქცირებაზე