“ძალიან დიდი პროვოკაციის სუნი ასდის ამ ყოველივეს”- გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია პანკისის ხეობის ინციდენტის გამო ახმეტაში გამართულ აქციას ეხმაურებს.

“ძალიან დიდი პროვოკაციის სუნი ასდის ამ ყოველივეს.

არ ისვენებენ მავანნი მოსკოვში, ლუბიანკაზე და ამიტომაც ხდება ეს: მათ არ ასვენებთ ჩვენი იდილია, ჩვენი ქისტი ძმები, რომლებიც სრულიად ინტეგრირებულები არიან ქართულ კულტურაში, ენაში, ტრადიციებში და როგორც საქართველოს მოქალაქეები ჩვენს სახელმწიფოებრიობას ჯეროვან პატივს სცემენ.

არ დაგვავიწყდეს, რომ აქ მეხსიერებაში ჯერ არ წაშლილა ზვიადისა და ჯოხარის მართლაც პარადიგმატული მეგობრობა!

შარშანწინ ვიმოგზაურე პანკისში ავსტრალიელ ჟურნალისტთან ერთად. ადგილობრივები ისე მხვდებოდნენ, რომ მან გაკვირვებულმა მკითხა: თქვენ “პოპსთარი” ხართ? რატომ გხვდებიან აქ ასეთი აღტაცებით?

ლუბიანკელები კი ცდილობენ პროვოკაცია მოაწყონ. არც მამალი რადიკალი “ქრისტიანი” ფუნქციონირებს სინამდვილეში ისე, როგორც ეს ზედაპირულად ჩანს, და არც მამალი რადიკალი “მუსლიმი.” ორივე ლუბიანკური ცენტრიდან იმართება ხოლმე, როგორც წესი.

საქართველოს უშიშროების სამსახური კი ნაცრის ქექვითაა დაკავებული. შეიძლება ითქვას, ეს არის გამუდმებული ტესტი ჩვენი სახელმწიფოს და მისი შინაგანი სტაბილურობის სიმყარეზე”, – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშითემქაზე ოთხი ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია„საქართველომ აირჩია, რომ დაუახლოვდეს დასავლეთს და მას შემდეგ უკან არასდროს დაგვიხევია“ – გიორგი კვირიკაშვილი