“ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ვაფრთხილებს ყველას…”

“ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მინდა თქვენი საშუალებით გავაფრთხილო ყველა, რომ არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი იმისთვის, რომ ბავშვების რეგისტრაცია მოხდეს ვიღაცის დახმარებით, ნაცნობობით. ეს ჩემთვის კარეგორიულად მიუღებელია.”- აცხადებს დედაქალაქის მერი და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართავს:
ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მინდა პირდაპირ ვუთხრა: არავინ გაბედოს არც სააგენტოში და არც მერიაში ვინმეს პროტექციონიზმის განხორციელება. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა გამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ამისათვის არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავთან უნდა ვიყოთ მართალი. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ვიღაცას მერიაში ჰყავდეს ნაცნობი, ვიღაცას საკრებულოში და მათი დახმარებით მოხდეს ბავშვების დარეგისტრირება,”- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშირავითარი ახალი რეალობა არ არსებობს, რეალობა არის ისე რომ არის ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია – დავით ზალკალიანი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ქუჩის მუსიკოსებს ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდებათ