ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება ხელისუფლება, თუ ადვოკატების დევნას თავს არ დაანებებს – ხატიაშვილი

ზაზა ხატიაშვილის განცხადებით ხელისუფლებისა და პროკურატურის მხრიდან ადვოკატებზე ზეწოლა ხორციელდება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ თვეზე მეტია 2 უფლებადამცველი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

“საქართველოს ხელისუფლებამ ადვოკატების ინსტიტუციონალური დევნა დაიწყო, დააკავეს ადვოკატები მზევინარ კოსტავა და ნათელა გოდერიძე. უნდა დავიწყოთ ფართომასშტაბიანი აქციები რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაბედოს და ადვოკატს საქმიანობაში შეუშალოს ხელი და აუკრძალოს საადვოკატო საქმიანობა. ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება ხელისუფლება, თუ ადვოკატების დევნას თავს არ დაანებებს”- აღნიშნა ხატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუამინდობის გამო, მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაეშვა
შემდეგი სტატია„მე ადამიანი მოვკალი, მარა „პატრონი“ მყავს“ – აქცია პროკურატურასთან