“ძალიან ბევრი ნაღმია, რომელიც მზად არის აფეთქებისთვის”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მხოლოდ მათ კი არა, სრულიად ახლო აღმოსავლეთს დააზარალებს.
„აქ ძალიან ბევრი ნაღმია, რომელიც მზად არის აფეთქებისთვის, უბრალოდ ელოდებიან, როდის დააბიჯებენ ფეხს“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანი რუსეთის ახლო პარტნიორი და მეზობელია და მისთვის სულერთი არ არის ახლო აღმოსავლეთში არსებული გართულებული ვითარება.
„ვფიქრობ, ისრაელმა, ამერიკამ და ირანმა იციან, რომ ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ სიტუაციის მოგვარებაში და ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულებაში“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.