“ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული პრეზიდენტის გამოსვლაში” – თამარ ხულორდავა

ქართული ოცნების წევრი თამარ ხულორდავა პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას აფასებს. მისი თქმით, ის ეთანხმება პრეზიდენტის მეირ ნახსენებ ერთ-ერთ საკითხს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაჩქარდეს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი.

“ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული პრეზიდენტის გამოსვლაში. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება და რაც ძალიან ახლოს იქნება ჩემს საპარლამენტო საქმიანობასთან, უკავშირდება იმ მისწრაფებებს, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ევროპის სტრუქტურებთან დაახლოების კუთხით. ჩვენ ყველფარეს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაჩქარდეს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი“ – განაცხადა ხულორდავამ.

banner
წინა სტატიაშიარ მაქვს იმედი, რომ პრეზიდენტს მისცემენ თავისი იდეების განხორცილებების საშუალებას
შემდეგი სტატია“პრეზიდენტის გამოსვლაში იყო სწორი გზავნილები” – სერგი კაპანაძე