„ძალიან ბევრი დაჭერა წავა“

„ძალიან ბევრი დაჭერა წავა“ – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

ზაზა სარალიძე არ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს და ვისზეა საუბარი.

„სავარაუდოდ ძალიან ბევრი დაჭერები წავა. სამოხელეო ნაწილიც დაწყებულია. ოდნავი ვისაც წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ყველა დაისჯება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ კალანდიას საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა. როგორც პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოთხივე მოწმემ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ისაუბრა.

„აუცილებლად უნდა დადგეს შედეგი სამოხელეო დანაშაულზე. საქმეში ნამდვილად იკვეთება სამოხელეო დანაშაული და ვფიქრობ, არც საზოგადოება არ გაჩერდება და მიადევნებს თვალყურს ბოლომდე. ჩვენ გვქვს მოლოდინი იმის, რომ ყველა პირი, ვინც ამ კუთხით გამოიკვეთება დაისჯება“, – განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიააფგან მუხთარლიმ შიმშილობა შეწყვიტა