11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

“ძალიან ამაყი ვარ” – ლიკა გუნცაძის მიმართვა ანდრო ჭიჭინაძეს

“ძალიან ამაყი ვარ”,_  ამ სიტყვებით სინდისის პატიმრის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის დედამ ვიკა ბუკიას “პირველ ხაზში” დაკავებულ შვილს მიმართა.

ლიკა გუნცაძის თქმით, ანდრო ჭიჭინაძის საბოლოო სიტყვა სააპელაციო სასამართლოზე ღირსეული კაცის და ღირსეული ადამიანის სიტყვა იყო.

“ჩემი შვილი არის ჩემზე ჭკვიანი ბევრად, მე ესე ვთვლი უკვე, ნამდვილად ჩემზე ჭკვიანია, ჩემზე კეთილშობილია, ჩემზე შემწყნარებელია და ანდრო ანდროა, მე მე ვარ. ანდროს ვუსურვებ ძალიან მაგრად დგომას. მომეწონა შენი სიტყვა დღეს, ნამდვილად იყო ღირსეული კაცის და ღირსეული ადამიანის სიტყვა, ძალიან ამაყი ვარ. ანდრო ძალიან კეთილშობილი ადამიანია, რომელმაც ერთ-ერთ სასამართლოზე თქვა, რომ პატიობს იმ ადამიანის მაგვარ არსებებს იქ ვინც სხედან, მე არ ვპატიობ და არც ვაპატიებ, ბოლომდე ჩავყვები,” – ამბობს ლიკა გუნცაძე. 

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი 2 წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეა ლეონიძემ გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი პოლიტიკოსებს: მარტო სიარული არ კმარა, ადამიანები უნდა გრძნობდნენ, რომ ისინი გიყვარს
შემდეგი სტატიააშშ-ის სამხედრო უწყება ირანის პორტების საზღვაო ბლოკადის პირველ შედეგებს აქვეყნებს