ძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას, ჩვენდა სასირცხვილოდ ცდილობენ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება – ივანიშვილი

ის ძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას, ჩვენდა სასირცხვილოდ, ეს ძალები ცდილობენ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება – ეს განცხადება, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გააკეთა. ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე გაკეთდა, პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„სამწუხაროდ 6 წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო. თუმცა თქვენ მონაწილეები ხართ, აბსოლუტური უმრავლესობა თქვენგან, თუ არ მონაწილეობდით კარგად გახსოვთ რა ხდებოდა 2012 წლამდე. როგორ თანმიმდევრევლულად ცვლით ჩვენ სიმახინჯეებს და როგორ მიგვყავს ქვეყანა სწორი მიმართულებით. მიუხედავად ამისა, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, დღეს ის ძალები რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას, ჩვენდა სასირცხვილოდ, ეს ძალები ცდილობენ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,, თქვენი ტაქტიკა თუ სასამართლოსა და მოსამართლის შეურაცხყოფაზეა აგებული, ეს მცდარი ტაქტიკაა”
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ექვსწლიანი მმართველობა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა შეაჯამა