„ძალადობრივი პროვოკაციების მცდელობები ჩანასახშივე იყო აღკვეთილი“ – სუს-ის უფროსის მოადგილე

„ძალადობრივი პროვოკაციების მცდელობები ჩანასახშივე იყო აღკვეთილი“ – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა განაცხადა

სუს-ში ამბობენ, რომ არჩევნების წინ არეულობები მოსალოდნელი აღარ არის, თუმცა ჯერ კიდევ გუშინ შს მინისტრი გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არეულობებს გეგმავს და ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული კონკრეტული მტკიცებულებებიც ჰქონდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს ამბობენ, რომ მასალების გამოქვეყნებას ჯერ არ აპირებენ და გაასაჯარობენ მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლიან.

კონკრეტულად ვინ, როდის და რა სახის არეულობას აპირებდა, ქართულ სპეცსამსახურებში არ პასუხობენ.

„უკანასკნელ პერიოდში ჩვენ შემოგვდიოდა ოპერატიული სიგნალები, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში იგეგმებოდა ძალადობრივი პროვოკაციები. ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, ეს მცდელობები ჩანასახშივე იყო აღკვეთილი. ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე, სევე იმ მიზნით, რომ არ მოხდეს წინასაარჩევნო პროცესის დამძიმება, ამ ეტაპზე დეტალების გახმაურებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს, თუმცა შესაბამის დროს, საჭიროებისამებრ მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას. ამ მიმართულებით შსს-სთან კოორდინირებულად პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობაზე იქნება მყისიერი რეაგირება. არავის მივცემთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას,“- განაცხადა სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ნიკო ნიკოლაძის საინტერესო ხედვები ჩემს პროგრამაში გადმოვიტანე
შემდეგი სტატია90-იან წლებში ჩამოყალიბებულ სააქციო საზოგადოებების ნაწილს საჯარო კომპანიის სტატუსი მოეხსნება