ძალადობრივი პროცესები აქვთ გეგმაში – მაჭარაშვილი 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებზე

“ქართული ოცნების” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის აზრით, 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს ძალადობრივი პროცესები აქვს გეგმაში. მაჭარაშვილი ამბობს, რომ ამას მიანიშნებს ორგანიზატორების განცხადებები, რომ პრეზიდენტს 16 ივნისს აქციის დაანონსებით მუხტის ჩახშობა სურს.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ პარტიას პოზიცია, თუ რას აპირებენ პრეზიდენტის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჯერ არ აქვს.

“ის, რომ 20 ივნისის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ მუხტის ჩახშობა უნდა [პრეზიდენტს] უკვე ნიშნავს იმას, რომ ესე იგი მათ რაღაც ძალადობრივი პროცესები აქვთ გეგმაში, იმიტომ, რომ თუ მშვიდობიანი აქცია უნდათ 20 ივნისსაც და საკითხი იგივეა კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაშინ მე ვერ ვხვდები იმას რატომ უნდა ჰქონდეთ პრობლემა 16 ივნისს გაიმართება ეს 20-ში თუ 16-შიც და 20-შიც. პარტიის პოზიციას ხელმძღვანელობა მოგახსენებთ, იქნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და პირადი პოზიცია არის ის, რომ თუ იქნება ასეთი ტიპის აქცია, სჯობს რომ იყოს ორგანიზებული და ძალიან კარგად გაანალიზებული”, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღე და ღამე ტელევიზიაში იგინებოდა და ხელს ურტყამდა, ნაპროკურალი და ის პოლიტპატიმარია – მეუფე სტეფანე ნიკა გვარამიაზე
შემდეგი სტატიახუხაშვილი – სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რომ 16 ივნისს რაღაც მასშტაბური გააკეთოს, ის 500 კაცის ამარა დარჩება