“ძალადობას ხელს არავინ შეუწყობს, მაგრამ პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა აიღოს”

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ძალადობას ხელს არავინ შეუწყობს და არავინ მიჩქმალავს, მაგრამ პასუხისმგებლობა მათ შორის, ოპოზიციამაც უნდა აიღოს.

გადაცემა 2030-ში სტუმრობისას ეკა ბესელიმ აღნიშნა, რომ შუალედური არჩევნები სხვაგანაც ჩატარდა, მაგრამ ძალადობა არ მომხდარა.

“რატომ აღმოჩნდა კონფლიქტის კერა იქ, სადაც ბოკერია და მისი ჯგუფი იყო? შეფასებას, რომ “ქართული ოცნება” უარსესს აკეთებს, ვერავისგან მივიღებ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ეს იყო ის სცენარი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობდა.

“მათ ყველაფერი გააკეთეს ამ პროვოკაციის განვითარებისთვის. სამწუხაროა, რომ ამ პროვოკაციას ადამიანები წამოეგნენ. ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. სამეგრელოს მოსახლეობა ძალადობრივი, რეპრესიული რეჟიმის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა. იქ ალბათ, ძალიან ბევრი მსხვერპლი იდგა და როცა მსხვერპლი მოძალადეებს, თუ ძალადობის არქიტექტორებს ხვდება, დაძაბულობისა და კონფლიქტის რისკი ძალიან დიდია”, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან მეტი სიფრთხილის გამოჩენა შეიძლებოდა.

“რა თქმა უნდა, ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აქვს. თუმცა, რაც არ უნდა სხვაგან იშვირონ ხელი იმ მოძალადეებმა, რომლებიც არჩევნებს ამ ხელწერით ატარებდნენ, “ნაციონალური მოძრაობა” პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს იმ პირებს, ვისაც ხელში კეტი ეჭირა თუ მუშტით ძალადობდა. არ შეიძლება, კანონს გადავაბიჯოთ, ზიანი მივაყენოთ პროცესს და ქვეყნის იმიჯს.”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ელოდება, რომ სახელმწიფომ, რომელსაც ვალდებულება აკისრია, გამოიძიოს ფაქტი და დადგეს დანაშაულში მონაწილე პირების პასუხისმგებლობა.

“მეორე მხრივ, უნდა მივიღოთ სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები, რომ საარჩევნო პერიოდი ამ ტიპის პროვოკაციებისგან დავაზღვიოთ. ჩვენ ძალიან მშვიდი გარემო გვჭირდება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში,,შეგვეძლო დამატებითი ზომების მიღება, რომ კორცხელში პროვოკაცია თავიდან აგვეცილებინა”
შემდეგი სტატია,,ვინც ხვდებოდათ, ქალი, ბავშვი, ჟურნალისტი, ყველას სასტიკად უსწორდებოდნენ “