“ძალადობას ძალადობით არ ვუპასუხებთ და ხელისუფლებას არ მოვაპარინებთ ზუგდიდელების ხმებს” – გრიგოლ ვაშაძე არჩილ თალაკვაძეს

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ოპოზიცია პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლება, რომელიც 2013 წლიდან არჩევნებს იპარავს, ოპოზიციის მიერ მოწყობილ დესტაბილიციაზე საუბრობს.

“ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თითქოს ოპოზიციას ზუგდიდში არეულობის და დესტაბილიზაციას მოწყობა სურს და ამ მიზნით ახდენ ადამიანების მობილიზებას. ამაზე საუბრობს ხელისუფლება, რომელიც 2013 წლიდან არჩევნებს იპარავს. ჩამოგვყავს უპრეცედენტო რაოდენობა, რადგან შევისწავლეთ მათი ქმედებები, როგორ მოქმედებენ. არჩევნებს 5 ათასი დამკვირვებელი დააკვირდება მათი მხიდან, უპრეცედენტო რაოდენობა, რომლებიც იმუშავებენ, რომ არ მოხდეს გაყალბება. პარტიიდან მათ აქვთ დირექტივა, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში ასევე, იმოქმედონ ისე, როგორც ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალას შეეფერება. ყველა დამკვირვებელზე გაცემულია დირექტივა, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს, არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით. არ მოვაპარინებთ ხელისუფლებას ზუგდიდელების ხმებს” – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიყველაზე გავლენიანები: კალაძე, სააკაშვილი, გახარია – გამოკითხვა
შემდეგი სტატიაზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში ისევ ხმაურია