თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შვებით შეიტყო ინფორმაცია ტრამპის, პირველი ლედისა და სხვა ოფიციალური პირების უსაფრთხოების შესახებ.
„მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. ძალადობას დემოკრატიაში ადგილი არ აქვს და ის ცალსახად უნდა დაიგმოს“, — აღნიშნა მან.















