12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

ძალადობა პანტიანის ტბასთან- პოლიციამ მეგობარ ქალზე თავდასხმაში ბრალდებული კაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში,  პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე მამაკაცის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშითერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
შემდეგი სტატიაEuromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა