„ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება… არავის არაფერს ვაპატიებთ“ – ოპოზიცია არჩევნების დასაცავად ემზადება

ოპოზიცია ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი მცდელობის მიუხედავად, 19 მაისს „ოცნება“ არჩევნების გაყალბებას ვერ შეძლებს.

„ხელისუფლებამ გამოავლინა თავის ნამდვილი სახე, გაიმეორა რასაც აკეთებდა აქამდე – ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება, ყველა ინსტრუმენტი, რაც გამოყენებული ჰქონდა წინა არჩევნებში, აამოქმედა.

დავინახეთ, რომ ისინი არ აპირებენ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. იმ დღეს ჩვენ არავის არ ვაპატიებთ არაფერს. 5000 კაცი ვიქნებით ზუგდიდში. გაბედავენ და მიიღებენ საკადრისს“- ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობა განახლდა – სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს დელეგაციას უმასპინძლა