ძალადობა და დესტრუქცია უნდა შეწყდეს და ის უნდა შეწყდეს ახლავე

ძალადობა და დესტრუქცია, რომელიც აშშ-ის კაპიტოლიუმში მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს და ის უნდა შეწყდეს ახლავე, – ეს განცხადება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

პენსის თქმით, ყველამ, ვინც ამ პროცესში ჩართულია, პატივი უნდა სცეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და შენობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. მისი განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი ყველა ამერიკელის უფლებაა, თუმცა აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა მიუღებელია და ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენიმ განაცხადა.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, ეროვნული გვარდია სხვა ფედერალურ დამცავ სამსახურებთან ერთად ვაშინგტონისკენ მიემართება“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

banner
წინა სტატიაშიადამ კინზინგერი – ეს არის გადატრიალების მცდელობა
შემდეგი სტატიაწარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, ნენსი პელოსი დონალდ ტრამს მიმართავს