ძალადობა არასრულწლოვანზე- მამაკაცი მოზარდს ფიზიკურად უსწორდება

ძალადობა არასრულწლოვანზე-  ვრცელდება კადრები,სადაც ჩანს, რომ   მამაკაცი არასრულწლოვანზე ფიზიკურად ძალადობს . მოზარდს  სავარაუდოდ, თავი აქვს გატეხილი. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. 

კადრში ჩანს, როგორ იჭერს ერთ-ერთი მამაკაცი მოზარდს ხელით, მეორე კი მას ფეხს რამდენჯერმე ურტყამს. 

სავარაუდოდ, მოძალადე “რედისონის” უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.

ამასთან, კადრში ჩანს მერიის უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი. სასტუმრო “რედისონის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დარწმუნებულია, რომ ვიდეოკადრებში მოხვედრილი პირები “რედისონის” დაცვის წევრები არ არიან. 

გამოძიება არასრულწლოვანზე ჯგუფური თავდასხმის მუხლით არის დაწყებული.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი დააკავა
შემდეგი სტატია„ახირებული ოლიგარქი“, „აორთქლებული დაპირებები“, „პუტინთან დაახლოებული პირი“ – ფრანგული მედია ბიძინა ივანიშვილზე