ძალა ნდობას – შს სამინისტრო სოციალურ კამპანიას განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, სოციალური კამპანიის – „ძალა ნდობას“ ფარგლებში, თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე საინფორმაციო გაკვეთილი ჩაუტარეს.

შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა ძალადობის სხვადასხვა ფორმის და მისი პრევენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით შსს-ს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ სერვისებს გაეცნენ.

შსს-ს წარმომადგენელი მაკა ფერაძე უფროსკლასელებს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა.

შს სამინისტრო სოციალურ კამპანიას – „ძალა ნდობას“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

კამპანიის მიზანი ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

banner
წინა სტატიაშიუაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, ტაბახმელაში არსებული სანგრები 1921 წლის სახით აღდგება